ვირსალაძე სპირიდონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპირიდონ ვირსალაძე

ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე - (დ. - 1868, სოფ. ნახშირღელე - გ. - 1930, ქ. თბილისი) - თერაპევტი, საქართველოში მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1910), პროფესორი (1919).

სარჩევი

ბიოგრაფია

1896 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1898-1909 წლებში მუშაობდა პეტერბურგში ი. პავლოვის, ა. ნეჩაევისა და ვ. ბეხტერევის ხელმძღვანელობით. 1909 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა მიხეილის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ. 1909 წელს მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

ს. ვირსალაძე იყო საქართველოში სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისი თაოსნობით თბილისში 1916-1917 წლებში დაარსდა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თბილისის უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებაში. 1919 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად და პათოლოგიური თერაპიის კათედრის გამგედ.

1921 წელს აირჩიეს ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგედ. მისი ინიციატივით შეიქმნა ტროპიკულ სნეულებათა ცენტრალური სადგური, რომელიც 1924 წელს ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად გადაკეთდა. სპირიდონ ვირსალაძეს ეკუთვნის გამოკვლევები: თავის ტვინის ქერქის გავლენის შესახებ ნაღველის გამოყოფაზე, აორტის ჰიპოპლაზიისა და წყლულოვანი დაავადებების პათოგენეზში მემკვიდრეობითი ფაქტორის როლის თაობაზე. მან არაერთი შრომა მიუძღვნა კარდეოლოგიის, პულმონოლოგიის, გასტროენტეროლოგიის საკითხებს.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

გ. მარუაშვილი, ს. აბულაძე, სპირიდონ ვირსალაძე, თბ., 1969.

იხილე აგრეთვე

სპირიდონ ვირსალაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები