ვიშნუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიშნუ
ქვა (X საუკუნე)

ვიშნუ(ინდ.) ღმერთი ინდურ რელიგიაში, მან წამოიღო ასურების სამფლობელოებიდან მსხვერპლი და ღმერთებს დაუბრუნა. მისი რჩევით იყო, რომ ღმერთები შეურიგდნენ ასურებს და მათთან ერთად ოკეანის წყლების ათქვეფით უკვდავების სასმელი ამრიტა მოიპოვეს. ვიშნუ იყო, რომ მშვენიერი ქალის სახე მიიღო და ასურებს გამოსტყუა ამრიტა, რომლის ხელში ჩაგდებასაც ცდილობდნენ ისინი.

სამსახიანი ვიშნუ
ბრინჯაო (IXს.), ქაშმირი, ნაციონალური მუზეუმი, ნიუ-დელი.

ვიშნუმ, ტახადქცეულმა, ეშვებით ამოიტანა უზომოდ გამრავლებული არსებებით დამძიმებული დედამიწა, რომელიც ქვესკნელის წყლებში ჩაიძირა; ვიშნუს სთხოვენ დანარჩენი ღმერთები რჩევას, ასე მიმართავენ: „ო, დიდებულო, შენ ხარ ჩვენი თავშესაფარი, შენშია ჩვენი ხსნა“; ვიშნუს აქვს ცოდვის პატიების უფლება; გარუდაზე ამხედრებულმა ვიშნუმ დაამარცხა რაქშასები და განდევნა კუნძულ ლანკადან, საიდანაც ისინი თავს ესხმოდნენ ღმერთებს და ასურებს... ის წინასწარმეტყველია, მისთვის არაფერია დაფარული ქვეყნიერებაზე... საბრძოლოდ გარუდაზე ამხედრებულ ვიშნუს თან ახლავან მისი ავათარები – ტახი და ლომკაცი... მრავალი სახე მიუღია მას, როცა დედამიწაზე ჩამოდიოდა ბოროტების მოსასპობად... მისი ავათარებია თევზი, როცა მანუს გამოეცხადა, რათა გადაერჩინა იგი წარღვნის წყლებისგან; ის კუ იყო, როცა ამრიტა ღმერთებს ამოუტანა ოკეანიდან; მისი ავათარებია ღმერთებიც კი – რამა, კრიშნა... ის არის ტრიმურტი, სამსახოვანი ღმერთი... მისი გამოვლენებია მზე და მთვარე, ვარსკვლავები, ქვეყნის კიდეები და წელიწადები; მათში ქმნის იგი თავის თავს და მათშივე ანადგურებს... როცა სამყაროებს ქმნის, ის ბრაჰმაა, როცა იცავს სამყაროებს, ვიშნუა, როცა ანგრევს, შივაა... მისგან არის ყველაფერი, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება... ბოლო მისი ავათარი იქნება კალკინი, მომავალი მსაჯული, რომელიც ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს მოვა.

სამყაროული არსებობის ციკლის ბოლოს ვიშნუ ჩაისუნთქავს მთელს სამყაროს და დაიძინებს; გამოღვიძებისას, როცა ახალი შესაქმის ჟამი დგება, მისი ჭიპიდან გამოდის ლოტოსი, ლოტოსიდან კი – ბრაჰმა, რომელიც ქმნის სამყაროს.

მრავალმხრივობის ნიშნად ვიშნუს მრავალი სახელი აქვს, მისი ათასი სახელი სხვადასხვა გამოვლინებებს აღნიშნავს. მას ოთხი ხელი აქვს: ერთში დისკო (ჩაკრა) უპყრია, მეორეში – ნიჟარა, მესამეში – ლახტი, მეოთხეში – ლოტოსი ან მშვილდი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები