ზალპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზალპი

ზალპი

1. რამდენიმე საარტილერიო ქვემეხის, სატორპედო აპარატის, ბომბსატყორცნის, სასროლი და სხვა იარაღის ერთდროული გასროლა, რაკეტების გაშვება, საავიაციო საფრენი აპარატების (ჯგუფის) მიერ ბომბების ერთდროული ჩამოყრა.

ლულიანი არტილერიის და სასროლი იარაღის ზალპი შეიძლება განხორციელდეს საბრძოლო საარტილერიო გასროლებით ან ფუჭი საბრძოლო მასალებით.

ზალპი შეიძლება განხორციელდეს მისროლის, მიზნის დასაზიანებლად სროლის, ადგილმდებარეობის უწყვეტი განათების, შუქური ორიენტირების დაყენების დროს, აგრეთვე გადამღობი ცეცხლის წარმოებაზე, ცეცხლის ტალღის და თანამიმდევრულად თავმოყრილ ცეცხლზე გადასვლის დროს.

ზალპი მოწინააღმდეგეზე უეცრად, დიდი რაოდენობის საშუალებებით ძლიერი საცეცხლე დარტყმის მიყენების საშუალებას იძლევა, აადვილებს სროლის შედეგების თვალთვალს.

2. ამოცანის შესასრულებლად (მიზნის დაზიანება) გახარჯული რეაქტიული ჭურვების აღრიცხვის ერთეული. ჭურვების ხარჯს ზალპების რაოდენობით ან ზალპის წილით მიუთითებენ.

3. პირობითი ერთეული, რომლითაც შენაერთის, ნაწილის მთელი შეიარაღების საცეცხლე სიმძლავრე (საბრძოლო მასალების ჯამური მასა, რომელიც იხარჯება ერთი გასროლის დროს) იზომება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები