ზანგური გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ზანგური

ზანგური გიორგი − (1982), მსახიობი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 2004 წელს დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2005 წლიდან არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. 2006 წელს გამოვიდა მისი პირველი ლექსების კრებული ჩემს „თანადედამიწელებს”. 2007 წელს გამოვიდა პოეტური კრებული „სამკაული”, გიორგი შალამბერიძესა და დავით დეფი გოგიბედაშვილთან ერთად. ამავე წელს ჩაიწერა სამკაულის აუდიო-ალბომი „ამიშვი ცამდე”. 2009 წელს გამოვიდა მეორე კრებული სახელწოდებით „წიგნი”. გამომცემლობა „ინტელექტმა” გამოსცა მისი სამი პოეტური კრებული: „სარეპეტიციო ლექსები”, „შენ. არავინ” და „გამამეორე”. 2003 წლიდან თანამშრომლობს ცვლილებების თეატრთან. ამ თეატრში დაიდგა მისი ორი პიესა: დონორები და სახლი. მონაწილეობს რამდენიმე სატელევიზიო პროექტსა (სერიალები) და მხატვრულ ფილმში.

გამოცანა
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი,
ჭერამი იცმევს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა;
მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი,
მზემ ხელისგულზე შინდი დაისვა,
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
− გაზაფხულია!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები