ზაქარიაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ზაქარიაძე

ზაქარიაძე ალექსანდრე ყარამანის ძე - (4.II.1884 - 12.V.1957) - გენერალი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქუთაისის მე-6 სასწავლებელში და შემდეგ ტფილისის იუნკერთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1904 პოდპორუჩიკის წოდებით გაიგზავნა 79-ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა სამარის 147-ე და ტფილისის მე-15 გრენადერთა პოლკში. რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. პორუჩიკი (1907), შტაბსკაპიტანი (1911).

1912 დაამთავრა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია პირველი თანრიგით. კაპიტანი (1913). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. პოდპოლკოვნიკი (1915). კავკასიის კაზაკთა მე-3 დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი, შემდეგ - 27-ე საარმიო კორპუსის შტაბის დავალებათა ოფიცერი. 1917 წლის თებერვლიდან ასრულებდა ლიტვიელთა მე-2 მსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსის მოვალეობას.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-4 ხარისხი, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის. დაჯილდოებულია იარაღით.

1917 წლის ნოემბერში საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო ეროვნული საბჭოს სამხედრო სექციის უფროსი. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918-ის დასაწყისში ქართული კორპუსის შტაბის უფროსია. შემდეგ მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. გენერალი (1919). 1919 დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსად და ამ თანამდებობაზე იყო საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე.

1921 წელს ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მცირე ხანს იმყოფებოდა სტამბოლში, საიდანაც გადავიდა პოლონეთში. დაამთავრა პოლონეთის უმაღლესი სამხედრო სკოლა. 1923 წლიდან პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალია. 1927 წელს მიენიჭა დივიზიის გენერლობა. 1939 წელს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში. იყო პარიზის ქართული სათვისტომოს წევრი.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • ა. ზაქარიაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტისკი ისტორია ტ. IV, თბ., 2003; მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015;
  • რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი, ქართველი სამხედროები ევროპისა და ამერიკის არმიებში, კრებულში საქართველო-დასავლეთი ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან, თბ., 2012;
  • ლ. ურუშაძე, ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005;
  • Русская армия в Великой войне http://www.grwar.ru/; М. Гогитидзе, Военная элита Кавказа т. I, 2017

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები