ზახაროვი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზახაროვი დიმიტრი ვასილის ძე - (?-?) - სოციალ-დემოკრატი.

1907 წელს სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ის ასევე ირიცხებოდა მოსკოვის სასამართლო პალატაში მოსკოვის ოლქის ნაფიც ვექილთა სიაში. 1910 წლიდან ვექილად დაიწყო მუშაობა სოხუმში, შემდეგ კი სოხუმის ოლქის კომისარი გახდა. 1919 წლის თებერვალში ზახაროვი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. თბ., 2016

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები