ზეთისხილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზეთისხილის ყვავილი

ზეთისხილი – (Olea europaea); მარადმწვანე, სუბტროპიკული ხეხილოვანი ხე მცენარე, გვარი ზეთისხილი, ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. ხის სიმაღლე – 10-12მ. ფოთლები უბრალო, თითქმის ყუნწზე მჯდომი, ტყავისებური, წვრილლანცეტისებური, მთლიანი კიდეებით, რუხ-მომწვანო, ქვედა მხარეს მოვერცხლისფრო. ზამთარში ფოთლები არ ცვივა და 2-3 წლის განმავლობაში ხდება მათი განახლება. იმისდა მიხედვით თუ როგორი ჰავაა, ხე ყვავილობს აპრილის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდე. მკვეთრსუნიანი ყვავილედები წვრილია 2-4მმ. სიგრძის, მოთეთრო, ორი დინგით. ერთ ყვავილედში შეიძლება იყოს 10-დან 40 ყვავილედამდე.

ზეთისხილი

ზეთისხილი – ბიბლიური მცენარე

კაცობრიობას მარადის უნდა ახსოვდეს და იმედს აღუძრავდეს ზეთისხილის ბაღის გახსენება, სადაც ჯვარცმის წინ ჩვენთვის უკანასკნელად ილოცა მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ზეთისხილის ყვავილოვანი რტო მარადის უნდა გვახსენებდეს წარღვნით განბანილ და განწმენდილ ადამიანურ ცოდვებს, ვინძლო ვიყოთ ზეთისხილის ნედლი რტოსავით მარადის წმინდა და უმანკო.

„დაბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწყდარიყო წყალი დედამიწაზე“. (დაბადება 8, 11)


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები