ზემო ბეთლემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისი. ზემო ბეთლემის ეკლესია

ზემო ბეთლემითბილისის ისტორიულ უბანში, ქვემო კალაში, ბეთლემის აღმართზე დგას გუმბათიანი ეკლესია: ზემო ბეთლემი. ზემო ბეთლემის ტაძარი კლდისუბნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამ ადგილზე ეკლესია ვახტანგ გორგასლის დროიდან მდგარა. ამჟამად არსებული ტაძარი, ჩვენამდე მრავალი გადაკეთებით მოღწეული, XVIII საუკუნეში არის აგებული. ტაძრის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი შესაწირი 1740 წელს თავადმა გივი ამილახვარმა გაიღო. XIX საუკუნეს ტაძარი შეაკეთეს, განაახლეს ფასადი და გუმბათი. ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერები გვამცნობდა წლების განმავლობაში ეკლესიის მრავალგზის აღმდგენელ-შემკეთებელთა სახელებს. წარწერებიდან ყველაზე უძველესი 1482 წლის წარწერა იყო.

ტაძარი გეგმით ჯვარგუმბათოვანია. ჯვრის მკლავები გადახურულია შეისრული კამარებით. გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კუთხეებს და ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად თლილი ქვიშაქვის კვადრებით, სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე გამოყენებულია აგური, ფასადებს ემჩნევა მრავალგზის გადაკეთების კვალი. ეკლესია გადახურულია ლორფინით. აღმოსავლეთით დგას აგურით ნაგები XVII საუკუნის ორსართულიანი სამრეკლო, რომელსაც თავზე ადგას ფანჩატური, ბეთლემს წინ მდებარე ბაქნიდან იწყება კლდისუბნისათვის დამახასიათებელი კიბე-ქუჩა.

ბეთლემის კიბე



Logo1.JPG ბეთლემი მრავალმნიშვნელოვანი

იხილე აგრეთვე

ბეთლემის კიბე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები