ზიუსუდრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზიუსუდრა(შუმ.) „მარადიული სიცოცხლისაკენ მავალი“, წარღვნის მითოსის გმირი, რომელიც, როგორც „შემნახველი სულდგმულთა და კაცთა თესლისა“, ღმერთებმა გააუკვდავეს („მარადიული ღვთიური სუნთქვა შთაბერეს“) და დილმუნში დაასახლეს.

უცნობია ზიუსუდრას წარღვნამდელი ყოფა. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი, ისევე როგორც აქადური ეპოსის უთანაფიშთი, ქალაქ შურუფაქის მკვიდრი იყო. შუმერელ „მეფეთა სიაში“ რატომღაც უკანასკნელ წარღვნამდელ მეფედ მოხსენიებულია არა ზიუსუდრა, არამედ მისი მამა უბარა-თუთუ.

ზიუსუდრას სახელს ატარებს შუმერული დიდაქტიკური თხზულების ადრესატი, რომლის მამად იწოდება „შურუფაქ უბარათუს ძე“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები