ზოროიანცი ზორო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზორო ზოროიანცი

ზოროიანცი ზორო ნავასარდის ძე - (1885, სოფ.ცხანი - 1943 თბილისი) - პოლიტიკოსი.

განათლება ჯერ თბილისის გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ - კი რუსეთში, პოლიტექნიკუმში გააგრძელა სწავლა, მაგრამ მისი დამთავრება ვერ შეძლო უსახსრობის გამო. მისი ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა. მუშაობა ბურღულეულის ფაბრიკაში დაიწყო.

1917 წლიდან იწყებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ერთიანდება დაშნაკცუთიუნის პარტიაში. ამ წელსვე მას ახალციხის ქალაქისთავად ნიშნავენ. სომხეთ-საქართველოს ომის დროს ის რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებთ ზოროიანცი ჯერ - საქართველოს პარლამენტის, მოგვიანებით კი დამფუძნებელი კრების წევრი ხდება დაშნაკცუთიუნის პარტიიდან.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ახალციხის რევკომში შევიდა. 1927 წელს იგი დააკავეს საბჭოთა რეჟიმისადმი არაკეთიგანწყობისათვის და გადაასახლეს.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. თბ., 2016

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები