ზუბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუბანი — მამაკაცის ზედა სამოსელი, მოკლე ახალუხი, სახელოიანი ჟილეტი, ჩოხის შიგნით ჩასაცმელი, სარჩულიანი და წელამდე მწვდომი ზედატანი. მას წელის არეში ნაოჭები, ხოლო გულის ქვემოთ — ორი ჯიბე ჰქონდა. ზუბუნის საყელო და საგულე ჩოხაში ჩანდა, ამიტომ ეს ნაწილები ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილისაგან იკერებოდა და მოქარგული იყო. სახელოები სამაჯურებიანი ჰქონდა და ჩოხის სახელოსთან შედარებით გრძელი იყო. ზუბუნი წინ გახსნილი იყო და ადგილობრივად დამზადებული ხის ანდა ლითონის ნაყიდი ღილებით იკვრებოდა. წინა მხარეს ღილები ახლო-ახლოს ჰქონდა დაკერებული. იგი ორი სახის იყო: საზამთრო – დაბამბული და საზაფხულო – უსახელო და დაუბამბავი. ზუბუნი მამაკაცის ტანსაცმლის — „ჩაქურას” ერთერთ ძირითად ელემენტად ითვლებოდა. აჭარის გარდა გავრცელებული იყო გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, ლაზეთში. ზუბუნს ქალის ახალუხსაც უწოდებდნენ.

ზუბუნი თურქულად ქურთუკს ნიშნავს. თედო სახოკია: „ჩოხას ქვემოთ ზუბუნი (სახელოიანი ჟილეტი) აცვიათ”.



ლიტერატურა

სახოკია, 1985:244; სამსონია, 2005:95-96, 100; ნიჟარაძე, 1971:201; ქართულ კილო-თქმათა... 1984

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები