ზუბუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზუბუნი

ზუბუნი - ლაგზუბუნი (სამცხ.-ჯავახ. აჭარ.) - კაცის ზედა სამოსელი. მასალად გამოიყენება შავი ან მოშავო ფერის ფარჩა. მთის სოფლებში ორმაგი ქსოვილისაა და შედგება საპირესა და სარჩულისაგან, რომელთა შორის მატყლი ან ბამბაა ჩაფენილი.

ახალუხისებური თარგის, ქალის ზუბუნისაგან განსხვავებით მხოლოდ მკერდამდე ჩახსნილი და ღილებით შესაკრავი. საყელო, გულისპირი და სამაჯეები მოქარგული.

ზუბუნის ატარებდნენ როგორ ქრისტიანები, ისე მაჰმადიანები. ლაგზუბუნი მოკლეა და წინ იკვრება აბრეშუმის ღილ-კილოებით ან ლითონის ღილებით. ხშირად საგულე ღიაა და მოჩანს პერანგის მოქარგული ნაწილი. წელზე ირტყამდნენ ფერად სარტყლებს.

ლიტერატურა

ლ. ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან. მსმკი, 1966. ც.ბ.

იხილე აგრეთვე

ზუბანი

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები