თავდაცვითი ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაცვითი ოპერაცია - მიზნის, ამოცანებისა და დროის მიხედვით შეთანხმებული და ურთიერთდაკავშირებული ოპერაციების, ბატალიების, ბრძოლებისა და დარტყმების ერთობლიობა.

თავდაცვით ოპერაციას ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით აწარმოებს გაერთიანება მოწინააღმდეგის უპირატესი ძალების შემოტევის (შემოჭრის) ჩასაშლელად, მისთვის ზიანის მისაყენებლად, მნიშვნელოვანი ზღუდეების, რაიონებისა და ობიექტების შესანარჩუნებლად, დროის მოსაგებად, ძალებისა და საშუალებების დასაზოგად და შეტევაზე (კონტრშეტევაზე) თავისი ჯარების გადასვლისთვის პირობების შესაქმნელად.

მასშტაბების მიხედვით თავდაცვითი ოპერაცია შეიძლება იყოს სტრატეგიული, დაჯგუფების (არმიების ჯგუფის), არმიის (კორპუსის). ჩვეულებრივ, თავდაცვითი ოპერაციები ხორციელდება შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის გაერთიანებების (შენაერთების) ერთობლივი ძალისხმევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები