თავდაცვის გარღვევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაცვის გარღვევა - შეტევითი მოქმედებების ხერხი, რომლის მიზანია, შექმნას მოწინააღმდეგის ჯარების მიერ დაკავებულ მომზადებულ თავდაცვით ზღუდეებში (ზოლებში, პოზიციებში) რღვეული (რღვეულები), რათა შემდგომ განავითაროს შეტევა სიღრმეში და მანევრი - ფლანგების მხარეს.

თავდაცვის გარღვევა გამოიყენება მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგის თავდაცვაში არ არის ღია ფლანგები ან როდესაც შემტევ ძალებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოვლა.

თავდაცვის გარღვევის არსია, მოწინააღმდეგის თავდაცვაში ყველა სახეობის იარაღის ცეცხლით (დარტყმებით) ნაპრალის გაჩენა და შემტევი ჯარების მტკიცე წინსვლა შერჩეულ მიმართულებებზე თავდაცვითი ზღუდის (ზოლის, პოზიციის) მთელ სიღრმეზე. იმავდროულად უნდა მოხდეს გარღვევის მონაკვეთის (მონაკვეთების) გაფართოება.

XX საუკუნის 50-იანი წლების შუახანებიდან, ბირთვული იარაღის შეიარაღებაზე მიღების, შეიარაღებული ბრძოლის სხვა საშუალებების განვითარების შემდეგ, მოწინააღმდეგის მომზადებული თავდაცვის გარღვევა უნდა განხორციელებულიყო ბირთვული დარტყმების მიყენებით მისი წყობის მთელ სიღრმეში. ასევე ქვეითი (მექანიზებული ქვეითები) და სატანკო შენაერთების გადამწყვეტი შეტევით ცალკე მიმართულებებზე გარშემორტყმის და შემოვლის ფართო გამოყენებით, მათ შორის, ჰაერიდან. ფრონტის ვიწრო მონაკვეთებზე ჯარების მრავალრიცხოვანი დაჯგუფებების თავმოყრა მოწინააღმდეგეზე მრავალგზისი უპირატესობის შესაქმნელად დაუშვებლად ითვლებოდა. დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით თავდაცვის გარღვევის თანამედროვე თეორია ითვალისწინებს თავდაცვის გარღვევის სხვადასხვა ხერხების გამოყენებას გარღვევის შერჩეულ მონაკვეთებზე ძალების და საშუალებების გადამწყვეტი მასირებით.

ყოველივე ეს უზრუნველყოფს მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვებას, მისი თავდაცვის მთელ სიღრმეში, გარღვევის მონაკვეთებსა და მიმდებარე ფლანგებზე, საიმედო საცეცხლე დაზიანებას, საჰაერო დესანტის და სხვა სწრაფად მოძრავი ჯარების ფართო გამოყენებას. ასევე საბრძოლო მოქმედებების იმავდროული გაშლისთვის, მოწინააღმდეგის ჯარების ოპერატიული დაწყობის მთელ სიღრმეზე, ძალვის დროულ და სწრაფ ზრდას მთავარი დარტყმის მიმართულებაზე, ტაქტიკური გარღვევის ოპერატიულ გარღვევად განვითარების მიზნით.

სხვადასხვა ქვეყნის არმიებში თავდაცვის გარღვევა შეტევაში მანევრის ერთ-ერთ ძირითად ფორმად ითვლება (აშშ-ის არმიაში – გარღვევა, გერმანიის არმიაში – ფრონტალური დარტყმა, დიდი ბრიტანეთის არმიაში – ფრონტალური გარღვევა). იგი, ჩვეულებრივ, მოიცავს სამ ეტაპს:

  • მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა (რღვეულების შექმნა);
  • გარღვევის მონაკვეთისგაფართოება, მოწინააღმდეგის შემოვლა, ბლოკირება და განადგურება;
  • სიღრმეში არსებულიდიდმნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდება და შენარჩუნება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები