თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის საარტილერიო თანხლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის საარტილერიო თანხლება -არტილერიის საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის სიღრმეში შეტევის განვითარების დროს. ხორციელდება არტილერიის ცეცხლით და ჩვეულებრივი აღჭურვის რაკეტებით დარტყმით, რაც მიზნად ისახავს ახალაღმოჩენილი ან გამოცოცხლებული მიზნების დაზიანებას, რომლებიც ხელს უშლიან შეტევის განვითარებას; თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის ცეცხლით თანხლების შემადგენელი ნაწილი.

იწყება შეტევის საარტილერიო მხარდაჭერის შემდეგ და გრძელდება ჯარების საბრძოლო ამოცანის შესრულებამდე. მისი მსვლელობის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს შეტევის საარტილერიო მომზადებას და საარტილერიო მხარდაჭერას, მონაწილეობას კონტრშეტევის მოგერიებაში, ტაქტიკური საჰაერო დესანტის მოქმედებების მხარდაჭერას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები