თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის ცეცხლით თანხლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის ცეცხლით თანხლება - ცეცხლით დაზიანების პერიოდი, რომელიც მოიცავს მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში საერთო-საჯარისო ქვედანაყოფების ნაწილებისა და შენაერთების შეტევის დროს არტილერიის ცეცხლს, საარაკეტო ჯარების და ავიაციის დარტყმებს.

მისი მიზანია ერთდროულად ან თანამიმდევრულად არტილერიის ცეცხლით, რაკეტების და ავიაციის დარტყმებით დააზიანოს მოწინააღმდეგე, ბირთვული თავდასხმის აღმოჩენილი საშუალებები, მაღალი სიზუსტის იარაღის ელემენტები, ავიაცია აეროდრომებზე (მოედნებზე), არტილერია, ტანკები, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საცეცხლე საშუალებები. გარდა ამისა - საჰაერო თავდაცვის, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და მოწინააღმდეგის სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები (მიზნები) წინააღმდეგობის კერებში, მისი რეზერვები; ჩაშალოს არსებული ძალების და საშუალებების მანევრი, კონტრიერიშები; ხელი შეუწყოს თავისი ჯარების II ეშელონების (რეზერვების) ბრძოლაში (ბატალიაში) შეყვანას, მეწინავე რაზმების, საჰაერო დესანტების მოქმედებებს, წყლისმიერი დაბრკოლებების გადალახვას, მოწიმოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციების გარღვევას, შემტევი ჯარების ფლანგების და შუალედების დაფარვას, აგრეთვე მათ მიერ დაკავებული ზღუდეების და ობიექტების განმტკიცებას.

ჯარების ცეცხლით თანხლების შემადგენელი ნაწილებია შეტევის საარტილერიო და საავიაციო თანხლება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები