თავსაკრავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავსაკრავი

თავსაკრავი - ჩიხტას წინა მხარეზე გადასაკრავი დაქარგული ნაჭერი. მასალად გამოყენებულია ხავერდი ან სხვა ძვირფასი ქსოვილი (შავი, თეთრი, შვინდისფერი, ლურჯი და სხვა).

პატარძლები თეთრ თავსაკრავებს ხმარობდნენ, მოხუცები და ქვრივები - სადასა და შავს, ხოლო შუახნის ქალები კი ნაქარგით დამშვენებულ თავსაკრავებს. ჩიხტაზე ბოლომდე არმისული სიგრძის ვიწრო ნაჭერს ნაპირები გადაკეცილი უნდა ჰქონოდა. ჩიხტაზე მას უბრალო ქინძისთავებით ამაგრებდნენ. გაფორმების მხრივ არჩევდნენ ორგვარ თავსაკრავებს:

  1. ნაკერი, ანუ მოქარგული და
  2. სადა, ანუ „საია“


თავსაკრავის მოსაქარგად გამოიყენებდნენ როგორც ოქრომკედს, ასევე ფერად ძაფებსაც. მოწონებით სარგებლობდა ოქრომკედით ნაკერები. ქარგულში ჩართული იყო სხვადასხვა ზომისა და ხარისხის მძივები თუ ოქროსფერი ლითონის პატარა ფირფიტები - „კილიტები“, რომელთა დასამაგრებლად მოიხმარდნენ ოქროვან ძაფს. მოქარგვის სახეები იყო ტოტიანი, ვარდიანი, ბროწეული, ჯაჭვი და სხვა.

გაფორმების მხრივ ასხვავებდნენ:

  • ოქრომკედით ნაკერს,
  • მძივის თავსაკრავს,
  • კილიტიანსა და
  • მარგალიტიანს.

ეს უკანასკნელი დიდი მოწონებით სარგებლობდა. სადა ხავერდის თავსაკრავებზე მარგალიტის ან ფირუზის თვლიანი ქინძისთავები ეკეთათ. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში გავრცელდა ალმასის თვლებით შემკული ბაღჩის ტიპის ოქროს ქინძისთავები - „ჯიღა“. ლეჩაქთან ერთად, მოქარგულ თავსაკრავებსაც, პროფესიონალი ოსტატები ამზადებდნენ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები