თავშესაფრის უფლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავშესაფრის უფლება - (Right to asylum), სახელმწიფოს უფლება დართოს ნება უცხოელ მოქალაქეებს, თავის ტერიტორიაზე შესვლისა და ცხოვრების, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში დევნიან პოლიტიკური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი, რელიგიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის გამო.

თავშესაფრის მიცემის საკითხს ყოველი სახელმწიფო დამოუკიდებლად წყვეტს, რადგან ეს მის საშინაო კომპეტენციას განეკუთვნება. ამასთან, არსებობს საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც სახელმწიფოს უადვილებს თავშესაფრის ინსტიტურის რეგლამენტაციას ამა თუ იმ პირისთვის (პოლიტემიგრანტისათვის) თავშესაფრის უფლების მიცემის შემთხვევაში.

სახელმწიფოს მიერ ტერიტორიული თავშესაფრის უფლების მიცემის საკითხები რეგულირდება გაეროს გენერალური ასამბლეის „დეკლარაციით ტერიტორიული თავშესაფრის შესახებ“, რომელიც მიღებულია 14.XII.

1967 საერთაშორისო სამართალში არსებობს თავშესაფრის ორი ფორმა – ტერიტორუული და დიპლომატიური.

ტერიტორიული თავშესაფრის უფლება გულისხმობს ამა თუ იმ პირის უფლებას, მოითხოვოს უცხო სახელმწიფოში თავშესაფარი საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის გამო. ეს პრინციპი განმტკიცებულია 1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, აგრეთვე „დეკლარაციით ტერიტორიული თავშესაფრის შესახებ“ (1967).

საერთაშორისო სამართლით არ შეიძლება თავშესაფარი მიეცეთ:

ა) სამხედრო დამნაშავეებს ან იმ პირებს, რომელთა მიმართ არსებობს სერიოზული საფუძველი, ჩაითვალონ სამხედრო დამნაშავეებად, ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩამდენებად;
ბ) სისხლის სამართლის დამნაშავეები.

სახელმწიფო, რომელიც ამა თუ იმ პირს პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს, მოვალეა, შეუქმნას მას უსაფრთხოდ ცხოვრების პირობები და არ გადასცეს იგი იმ სახელმწიფოს, რომელშიც მის მიმართ შეიძლება პოლიტიკური დევნა განხორციელდეს; მიანიჭოს მას იგივე უფლებები, რომლებითაც მოცემულ ქვეყანაში უცხოელები სარგებლობენ.

რაც შეეხება დიპლომატიურ თავშესაფარს, იგი გულისხმობს ამა თუ იმ პირისათვის თავშესაფრის მიცემას დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სამხედრო–საზღვაო ან საჰაერო ხომალდზე, სმახედრო ბაზის ტერიტორიაზე. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო სამართალში კლასიფიცირებულია სახელმწიფოთა ოთხი ჯგუფი:

ა) სახელმწიფოები, რომლებიც არ ცნობენ და არ იყენებენ ამ ინსტიტუტს (ეს ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია);
ბ) სახელმწიფოები, რომლებიც კრძალავენ დიპლომატიურ თავშესაფარს თავის ტერიტორიაზე, მაგრამ ანიჭებენ ამ უფლებას თავის დიპლომატიურ ან სხვა ორგანოებს (საფრანგეთი, ინგლისი, აშშ);
გ) სახელმწიფოები, რომლებიც თავშესაფარს აძლევენ თავის საზღვრებში მდებარე დაწესებულებებში და არ აღიარებენ ამ უფლებას თავიანთ ტერიტორიაზე მდებარე დიპლომატიურ თუ სხვა დაწესებულებათა მიმართ (ლათინური ამერიკის ქვეყნები);
დ) სახელმწიფოები, რომლებიც თვითონ არ ანიჭებენ დიპლომატიურ თავშესაფარს, მაგრამ აღიარებენ ასეთ უფლებას თავიანთ ტერიტორიაზე (ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანა, საბერძნეთი).

დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ 1961 წლის ვენის კონვენცია კრძალავს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა გამოყენებას ოფიციალური მიზნების შესრულებისათვის.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები