თამარ მეფე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ მეფე

თამარ მეფე– 1172 – 1273) საქართველოს უგამოჩენილეს ხელმწიფეთაგანი, სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი. მეფე გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. ტახტზე ავიდა 1184 წელს. მისი მეფობის ხანა ქართველი ერის სულიერი და მატერიალური კულტურის ზეობის ხანაა. თამარი თვით ჩაუდგა სათავეში ფართო მასშტაბის კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობას. სამეფო კარზე შემოიკრიბა სწავლულნი, მეცნიერნი, მწიგნობარნი, პოეტები. დიდად შეეწია ქართული კულტურის საზღვარგარეთულ ცენტრებსაც.

1190-იანი წლებიდან ქართული ლაშქარი შეტევას აწარმოებდა სამხრეთით მდებარე მუსლიმანურ სახელმწიფოებზე, მოიპოვეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები შამქორთან (1195) და ბასიანის ბრძოლაში (1203).

1204–10 წლებში თამარის ჯარებმა ილაშქრეს მცირე აზიაში, ვანის ტბის რეგიონსა და ირანში, 1212 წელს ჩაახშვეს მთიელთა აჯანყება. საქართველოს სამეფოს საზღვარმა სამხრეთით მდინარე არაქსს მიაღწია, ხოლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ შირვან–დარუბანდი, არზრუმი, ტრაპიზონის იმპერია და ჩრდილო კავკასიის ნაწილი.

1185 წელს თამარის ქმარი გახდა რუსი უფლისწული იური (გიორგი), მაგრამ ორი წლის შემდეგ ისინი განქორწინდნენ და იური საქართველოდან განდევნეს. მეორედ თმარი გათხოვდა დავით სოსლანზე, რომელიც გარდაცვალებამდე საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდალი იყო.

თამარი ისე, როგორც ფეოდალური საქართველოს სხვა მეფეები, პირველ რიგში გაბატონებული ფეოდალური კლასის ინტერესების გამომხატველი იყო და მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა ამ ინტერესების დაცვას ემსახურებოდა.

მეფე პოეტი

თამარ მეფეს თვითონაც ჰქონოდა ორიგინალური ნაწარმოებები. ხახულის ღვთისმშობლის ხატზე შემონახულია ზედწერილი იამბიკო, რომელშიც თამარი შეჰღაღადებს მარიამს:

ქალწულებრივთა
სისხლთა შენთაგან, სძალო,
თბედ საიდუმლოდ
ზენაჲსა განგებისად,
ძისა ღმრთისა – ძედ
მეშვ იქმენ არსთა მცხოვნად!
მე, თამარ, მჩენი
ტომთაგან დავითებრთაით
თვისად, შემამკევ,
მადიდე, აღმამაღლე!
აწ მეცა ხელვყავ
შემკობად ხატსა თქვენსა –
დედისა ძითურთ, —
დაა და მეცა, ძითურთ, მფარევდ!

პავლე ინგოროყვას მოსაზრებით, თამარ მეფემ ეს იამბიკო ლაშა-გიორგის დაბადებასთან დაკავშირებით შეთხზა და ხახულის ღვთისმშობელს სწორედ თავის ძეს ლაშას ავედრებს.

მეორე იამბიკო, რომელიც აგრეთვე თამარს მიეწერება, ეძღვნება ქართველთა დიდებულ გამარჯვებას შამქორის ომში. მემატიანის ცნობით, თამარს ამ გამარჯვების აღსანიშნავად გელათში ხახულის ღვთისმშობლის წინაშე წარუგზავნია შამქორიდან წამოღებული დროშა ხალიფისა – ნიშანი მტრის სრული განადგურებისა. ამ ნადავლისთვის დაურთავს იამბიკო-ხუთეული. იამბიკო მკაფიოდ გამოხატავს იმ საზეიმო განწყობილებას, რომელიც ქართველებს დაუფლებიათ ამ გამარჯვების გამო:

ზოგიერთი მეცნიერი თამარ მეფეს მიაკუთვნებს კიდევ ოთხ იამბიკოს, რომლებიც აღმოჩენილია ძველ ხელნაწერებში. ამ იამბიკოთაგან ერთ-ერთს აწერია: „თამარისი“, ხოლო დანარჩენებს: მარიამ მეგვი პტელის, გიორგისი და თევდორესი. ეს იამბიკოები დახვეწილი პოეტური სიტყვის შესანიშნავი ნიმუშებია, მაგრამ დაბეჯითებით მტკიცება იმისა, რომ მათი ავტორი თამარია, ჯერჯერობით ძნელია.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები