თანამედროვეობის გლობალური პრობლემები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანამედროვეობის გლობალური პრობლემები - პლანეტარული ხასიათის იმ ურთიერთდაკავშირებული პრობლემების ერთობლიობა, რომლებიც ეხება კაცობრიობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს და რომელთა გადაწყვეტაც მოითხოვს ყველა სახელმწიფოსა და ხალხთა ერთობლივ ძალისხმევას.

თანამედროვეობის გლობალური პრობლემების სისტემა მოიცავს ორ ძირითად ჯგუფს - საკუთრივ სოციალურს და ეკოლოგიურს.

საკუთრივ სოციალურს წარმოადგენენ:

  • ბირთვულ ხანაში ომისა და მშვიდობის პრობლემები, დემოგრაფიის, ცალკეული ქვეყნებისა და
  • რეგიონების ეკონომიკური ჩამორჩენილობის პრობლემები;
  • მასობრივი ხასიათის სოციალური კატაკლიზმები (შიმშილი, სიღარიბე, სიღატაკე, ავადმყოფობები, ეპიდემიები
  • და სხვა);
  • ატმოსფეროს შესწავლა, ათვისება და შენარჩუნება;
  • ბუნების, როგორც კაცობრიობის არსებობისათვის აუცილებელი გარემოს, რაციონალური გამოყენება;
  • კაცობრიობის ადაპტაცია ბუნებრივი და სოციალური გარემოს შეცვლისადმი და სხვა.

პრობლემების მეორე ჯგუფს განაპირობებს ბუნებაზე, როგორც კაცობრიობის ბინადრობის ბუნებრივ გარემოზე, ადამიანთა საქმიანობის ზემოქმედების დამანგრეველი ხასიათი: ნაყოფიერი ნიადაგის ეროზია, გარემოს, უწინარეს ყოვლისა ბიოსფეროს გაჭუჭყიანება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, ფლორის და ფაუნის განადგურება, ბუნებრივი წიაღისეულის, ნედლეულისა და ენერგეტიკული რესურსების უგუნური გამოყენება და ა.შ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები