თარეშობა (საზღვაო ძალების)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარეშობა (საზღვაო ძალების) - უეცარი, სწრაფი, ხანმოკლე დარტყმები, რომლებსაც ახორციელებდნენ ფლოტის წყალზედა ძალები მოწინააღმდეგის ბაზებსა და ნავსადგურებზე, დიდმნიშვნელოვან სანაპირო ობიექტებზე, ფლოტის ძალებზე ბაზებში და ზღვის სანაპირო რაიონებში; ფლოტის წყალზედა ძალების შეტევითი მოქმედების ნაირსახეობა. სხვა მოქმედებასთან შეხამებით ხელს უწყობს ზღვაზე ინიციატივის მოპოვებას. ფართოდ გამოიყენებოდა I და II მსოფლიო ომების დროს. 80-იანი წლების შუახანებიდან ფლოტის ძალების მოქმედების ასეთმა ხერხმა თანდათან დაკარგა მნიშვნელობა და 90-იანი წლების დამლევს გამოვიდა სამხედრო-საზღვაო ხელოვნების არსენალიდან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები