თარხუნის ძე მირიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირიან თარხუნის-ძე - კლდეკარის ერისთავი 1058-1073 წწ.; ლიპარიტ (IV) ბაღვაშის შემდეგ კლდეკარის ერისთავობა ეპყრა მირიან თარხუნის-ძეს, რაზედაც იუწყება ატენის, ვერეს და ბარმაქსიზის წარწერები. წარწერებიდან კარგად ჩანს, რომ მირიან თარხუნის-ძეს ყველა ის საგამგებლო ქვეყანა დაუკავებია, რომლებიც ადრე ლიპარიტს ჰქონდა. მირიანი კლდეკარის ერისთავი უნდა ყოფილიყო 1073 წ-მდე, სანამ გიორგი II (1072-1089) კლდეკარის საერისთავოს უბოძებდა სპასალარ ივანე ბაღვაშს.



წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 305;
  • ბაქრაძე 1959: 74-76;
  • ბერძენიშვილი 1964: 38;
  • ოთხმეზური 1981: 40;
  • ბახტაძე 2003: 179.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები