თასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თასი

თასიფიალა. არის დაბალქუსლიანიც და უქუსლოც. იგი აუცილებელი სარიტუალო ჭურჭელია საქართველოს მთიანეთის ხატ-სალოცავებისა. ამ წმინდა სასმისით ხატის ყმები წმინდა სასმელს ეზიარებიან. იგი ითვლება სალოცავის სიმბოლოდ. ასეთი თასის ყველაზე ძვირფასი სარიტუალო ჭურჭელია სახუცო კოჭობი. წესად იყო მიღებული ხატებისათვის თასების შეწირვის ჩვეულება.

აუცილებელი ნივთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის დღესაწაულებზე. თასი, როგორც ჯვარის საკუთრება, შემკულია ვერცხლის ჯვრებით, მონეტებით, ძეწკვებით და, რაც მთავარია, მტრედების გამოსახულებებით, რომლებიც თასის კიდეებზეა დამაგრებული. გარდა იმისა, რომ თასი არის სასმისი, რომლითაც საყმო წმიდა სასმელს (ლუდს) ეზიარება, იგი ჯვარის, სალოცავის სიმბოლოც არის: მასში მთელი მისი სიწმიდეა განსახიერებული. ანდრეზული გადმოცემით, კერძო კაცის კერიაში ჩარგულ თასზე ამოდის იფნი, რნუომელიც ჯვარის მიერ ამ კერიის თავის საარსოდ დაჭერას მოასწავებს. ასეა დაარსებული შუბნური ლიქოკში. მიწაში ჩაფლულ თასზეა დაარსებული კარატის ჯვარიც ასევე ლიქოკში. თასი, როგორც ზიარების ჭურჭელი, საყმოს ერთიანობის ნიშანია, განსაკუთრებით კი სახუცო კოჭობი, რომელიც უდიდესი სიწმიდით არის შემოსილი. თასის დიდ მნიშვნელობას მოწმობს მისი არსებობა თითქმის ყოველ კულტურულ (არქეოლოგიურ) ფენაში.



ლიტერატურა

ქელ. 2009.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები