თას-განძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხევსურული საკულტო თასი, ვერცხლი,
სსმ-სძვირფასი ლითონების ფონდი

თას-ბანძი — საკულტო ჭურჭლის - ძირითადად, სხვადასხვა ფორმის და ზომის თასების – ერთობლიობა, რომელიც ჯვარის ნებით ან კენჭისყრით არჩეულ ადამიანებს – მაგანძურებს აბარიათ, მხოლოდ მათ უნდა იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. მაგანძური ორი უნდა იყოს: თუ ერთი გარდაიცვალა, მეორეს ეცოდინება, სად არის დაცული თას-განძი. ორივე მაგანძურის გარდაცვალების შემთხვევაში განძის ადგილსამყოფელი სამუდამოდ უცნობი რჩება; ჯვარმა ახალი განძი უნდა მოიპოვოს.

განძის შევსებისა და განაწლების წყარო შეწირულობებია: საყმოს წევრს, ჯვარის თითოეულ ყმას შეუძლია ჯვარს შესწიროს თასი ან სხვა რამ ნივთი, რომელსაც დღესასწაულზე ლუდის სასმელად ან სხვა მიზნებით იყენებენ. დღესასწაულზე მაგანძურუბი გამოიტანენ სამალავიდან თასებს და დღესასწაულის დამთავრების შემდეგ კვლავ სამალავში დაასვენებენ. თასები პატივის ნიშნად ხშირად შემკულია ვერცხლის შიბებით (ძეწკვებით), ვერცხლისავე პატარა ჯვრებით და მონეტებით, რომლებიც ასევე შეწირულობებია. ბევრ თასს ამშვენებს მტრედების გამოსახზულებები: წყვილი მტრედი თასის პირზე ზის, თითქოს წმიდა სასმელს ეწაფებოდეს. მტრედები იმის ნიშანია, რომ ეს თასი ჯვრის წმიდა საგანია და მისი გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში დაუშვებელია. ყველაზე ძვირფასი და საპასუხისმგებლო თასია სახუცო კოჭობი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები