თაქთაქიშვილი გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი თაქთაქიშვილი

გივი თაქთაქიშვილი – დაიბადა 1952 წლის 3 მარტს თბილისში.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1974); ასპირანტურა (1981).

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი 1974 წლიდან
  • სსრ კავშირის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი, სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე (1978-1990)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): პრეზიდიუმის წევრი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ნაძალადევის №3 საარჩევნო ოლქი, ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, ეკონომიკური რეფორმის კომისიის, შემდგომ ეკონომიკის კომისიის თავმჯდომარე.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები