თახშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თახშირი — ოსმალური პერიოდის საადგილმამულო გადასახადი. კომლზე მიწის შემოსავალის ერთი მეათედი.

ეს გადასახადი ზემო აჭარაში 8400 მანეთს აღწევდა. თედო სახოკია: „რაც ოსმალოს დროს თახშირი და სახელმწიფო გადასახადი იყო, იმაზე მეტი არ გადახდება, მაგრამ ყველას რომ იმის გადახდა გაუადვილდეს, თახშირს ფულზე გადასჭრიან: ღარიბს აიღებენ სამართლიანად, მდიდარს ქვეყანაში მეტს აიღებენ, ღარიბს ქვეყანაში ნაკლებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ოსმალოს დროს რომ თახშირი იყო, აწ იმაზე ნაკლები იქნება. ღარიბს მდიდარზე ნალები თახშირი გადახდება; ძალიან ღარიბ ფუხარას სულ არ გადახდება... მცხოვრებლები იხდიდნენ მიწის ყოველ მოსავლისათვის. პური, ქერი, სიმინდი, ქერდიყა, თუთუნი, თაფლი, ბოსტნეულობა და ხილი, თუ ბოსტან-ბაღი ეზოს გარეთ იყო, აგრეთვე ცხვრის ნამრავლი – ყველა წყარო იყო გადასახადისა. თუ აშარას ფულით გადაიხდიდნენ, მაშინ თახშირი ერქვა”.



ლიტერატურა

ყაზბეგი, 1960:49; სახოკია, 1985:192, 230.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები