თევდორე კლდეკარის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევდორე - გიორგი ჭყონდიდლის დისწული, კლდეკარის ერისთავი 1094 წ.; როგორც ჩანს, თევდორემ კლდეკარის ერისთავობა მიიღო ლიპარიტ (V)-ის შემდგომ, რაზედაც იუწყება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი: „თრიალეთი და კლდეკარნი ჰქონდეს თევდორეს“. ცხადია, ეს მხარე თევდორეს ერისთავობის უფლებით უნდა მიეღო. შესაძლებელია, კლდეკარის საერისთავოს ნაწილი მართლაც სამეფო დომენს შეუერთდა, როგორც ამას ფიქრობს ზოგიერთი მკვლევარი.



წყაროები და ლიტერატურა

  • დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი 1955: 331;
  • ანთელავა 1983: 182;
  • ბახტაძე 2003: 182.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები