თეთრი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეთრი გიორგიწმინდა გიორგი, წარმართული პანთეონის ძლიერი ღვთაების – მთვარის შემცვლელი. გიორგის კულტი ფართოდაა ასახული პოეზიაში, საგალობლებსა და რიტუალში. თეთრ გიორგობას აწყურში (კახეთში) 14 აგვისტოს დღესასწაულობდნენ. ღამისთევაზე მოდიოდნენ ქართლ-კახეთიდან და თუშ-ფშავ-ხევსურეთიდან. ქრისტიანულ წესთან ერთად აქ სრულდებოდა წარმართული კულტმსახურება შესაწირავი კურატებით, და ცხვრებით. მონა ქალები ცეკვავდნენ, მისნობდნენ, თეთრად ჩაცმულნი ეკლესიას ირგვლივ უვლიდნენ და გალობდნენ. გიორგის სახელობაზე საქართველოში იმდენი სალოცავი არსებობდა, რამდენიც დღეა წელიწადში. მითებისა და ლეგენდების მიხედვით გიორგი ადამიანთა მეგობარია, მხარში უდგას გაჭირვებულსა და ჩაგრულს. ქომაგი და შუამდეგია მორიგე ღმერთთან. გიორგის მოსავლიანობის, გამრავლების, ბარაქის მომატების საქმე ეკითხება. ქორბეღელას სასიმღერო ლექსში ნათქვამია:

დღესამ დღეობა ვისია? წმინდისა გიორგისია,
ყმათაღ უმატე გიორგი, თუ გინდან მოსახელენი,
პურსაღ უმატე გიორგი, თუ გინდან კოდნი სავსენი,
ცხვარსაღ უმატე გიორგი, თუ გინდან რქა-ჯაგრიანნი.

სახელგანთქმული იყო ხახმატის გიორგის ჯვარი, რომელიც ქაჯებს ებრძოდა და წინ უძღოდა მრევლს ლაშქრობის დროს. ლაშარის გიორგის სახელზე ფშავლები ფერხულში მღეროდნენ:

ბერი გიორგი მეც ვიყავ, ცას ვები ოქროს შიბითა,
გორაზე მედგა ბერმუხა, ზედ ავიდოდი კიბითა...

ძველ ლიტერატურულ ძეგლებში გიორგი ვემაპთმებრძოლია, ქრისტიანობისათვის თავდადებული და მისთვის წამებული. ვეშაპთმებრძოლობა გიორგიმ მითოლოგიური და საზღაპრო ეპოსიდან მიიღო მემკვიდრეობით. ქართველთა წარმოდგენაში გიორგის სახელს წარმართობასთან ბრძოლის ეპოპეაც უკავშირდება, თუმცა ამ მხატვრული სახის წინამძღვრები სწორედ წარმართულ სიტყვიერებაშია.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • ი.ჯავახიშვილი, ქ. ერის ისტორია, 1, 1951;
  • კ. კეკელიძე, წმინდა მხედარი, ეტიუდები, II, 1959;
  • მასალები საქ. ეთნოგრაფიისათვის, I, 1938;
  • მ. ჩიქოვანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები. 1971: ხალხური სიტყვიერება, 111. 1953;
  • ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები