თეთრძირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრძირა

თეთრძირა - (Circaea lutetiana L.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა მხოხავია და გრძელყლორტებიანი. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი, რბილი ბეწვით შებუსული. სიმაღლე – 20-50 სმ. ფოთლები პირისპირ არის განლაგებული, ფოთლის ფირფიტა კვერცხისებურია ან კვერცხისებურ-ლანცეტა. ქვედა ნაწილში გაფართოებული და მჭიდროდ მიკრული ბეწვით შებუსული, ხერხკბილა. ყვავილედი მტევანია, იღლიური ან კენწრული, მარტივი ან დატოტვილი. გვირგვინის ფურცლები თეთრია, ორნაკვთიანი. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალაში, შუამთის მიდამოებში. საქართველოში გავრცელებულია ყველგან.

აჭარაში იყენებენ თავბრუსხვევის სამკურნალოდ. მოხარშული მცენარე აბაზანების მისაღებად გამოიყენებოდა, დანაყილ ფესვებს ჭრილობების სამკურნალოდაც იყენებდნენ.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები