თემისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თემისი
(ძვ. წ. IV ს. შუა ხანა.), რუვო

თემისი(ბერძნ.) სამართლიანობის, კანონიერებისა და მისნობის ღვთაება. ტიტანიდა, ზევსის მეორე მეუღლე, ჰორათა და მოირათა დედა.

გეამ და ურანოსმა შვეს ღმერთების პირველი თაობა. მათ შორის იყო თემისიც. მას შემდეგ, რაც ზევსმა თავისი პირველი მეუღლე, მეტისი, ანუ სიბრძნე ჩაყლაპა, შეიყვარა ტიტანიდა თემისი ანუ სამართალი. თემისმა ცისიერთა მეუფეს უშვა ჰორები: ევნომია – კეთილგონიერება, დიკე – სიმართლე, ეირენე – მშვიდობა და მოირები – ბედისწერის ქალღმერთები. სხვა ვერსიით, მოირები ნიქსის ანუ ღამის ასულები არიან. თუ ვენდობით დიდ ტრაგიკოს ესქილეს, თემისი პრომეთეს დედაც ყოფილა.

დედა-გეამ თემისს უძღვნა დელფოს ორაკული, რომელიც შემდეგ გადაეცა აპოლონის ბებიას – ფოიბეს (ლეტოს დედას). მითოსის სხვა ვერსიის თანახმად კი, ეს ორაკული დააწესა თავად ფოიბემ.

როდესაც ზევსმა იქორწინა ჰერაზე, თემისი დიკესთან ერთად ოლიმპოსზე დატოვა. იგი უზენაესი ღვთაების მრჩეველი გახდა. თემისი აუწყებდა ხოლმე ადამიანებს ზევსის ნებას, წინასწარმეტყველებ და მათ ბედს.

თემისს გამოსახულებებზე თვალები აქვს აკრული (მიუკერძოებლობის სიმბოლო). მას ხელთ სიუხვის რქა და სასწორი უპყრია.

გადატანითი მნიშვნელობით თემისი ნიშნავს – მართალგანგებას, კანონს. „თემისის გრიმასები“ – კანონიერების დამრღვევთა მიმართ ითქმის. ხოლო „თემისის ქურუმებს“ მსაჯულებსა და იურისტებზე იტყვიან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები