თეოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოლოგია - (ბერძ. „ღმერთზე საუბარი“) ღვთისმეტყველება - ღმერთის არსის შესახებ რელიგიური დოგმატების ერთობლიობა, აღმსარებლობის სისტემატიზებული გადმოცემა, რომლითაც საბუთდება რწმენის ჭეშმარიტება და ადამიანისათვის მისი აუცილებლობა; განისაზღვრება რელიგიური ზნეობა, მორწმუნეთა და სამღვდელოების ცხოვრების წესები. ქრისტიანული თეოლოგიის ძირითად დებულებათა სისტემატიზატორია ნეტარი ავგუსტინე (354-430 წწ.).

არსებობს წარმართული და ქრისტიანული თეოლოგია. წარმართული თეოლოგია იგივე ისტორიული თეოლოგიაა. კიდევ არსებობს: სისტემური თეოლოგია, ფუნდამენტალური თეოლოგია, ზნეობრივი თეოლოგია, პრაქტიკული ანუ სამწყსო, კონტექსტური და უარყოფითი თეოლოგია.



წყარო

  • სამოქალაქო განათლების ლექსიკონი:
  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა).
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები