თიბილოვი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე თიბილოვი

თიბილოვი ალექსანდრე არსენის ძე - (ფსევდ. ხოსდაუ) (17.II.1887, სოფ. ზალდა, გორის მაზრ. - 8.VI.1938) - ოსი მწერალი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

1910 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, 1915 ოდესის უნივერსიტეტი. იმავე წლიდან ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში რუსულ ენას.

1918 წლის ოქტომბერში ა. თიბილოვი (ოსებისათვის გამოყოფილი კვოტით) აირჩიეს და ერთხანს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი, როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი. ამავდროულად, მან პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო ცხინვალის გიმნაზიაში. 1920 წელს მუშაობა დაიწყო რეგიონის განათლების სისტემაში.

1924 წლიდან იყო წამყვან გაზეთ „ხურზარინის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1927 წელს ანალოგიური როლი შეასრულა ჟურნალ „ფიდიუაგის“ დაარსებაში და ფუნქციონირებაში. მონაწილეობდა სხვა ჟურნალ-გაზეთების გამოცემაშიც. 1932 წელს მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა აგრობიოლოგიური ინსტიტუტი, სადაც იყო დირექტორის მოადგილე (შემდგომში გარდაიქმნა პედაგოგიურ ინსტიტუტად). ხშირად აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, ოსურ ენაზე თარგმნიდა რუს და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს. 1989 წლიდან მისი სახელი მიენიჭა პედაგოგიურ ინსტიტუტს. რეპრესირებული და რეაბილიტირებულია.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

Очерки истории осетинской литературы. Орджоникидзе. 1967

იხილე აგრეთვე

სტალინური სიები საქართველოდან

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები