თიკანაძე ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
'ივანე თიკანაძე

თიკანაძე ივანე ელიშუქის ძე - (1868, სოფ. კავნაეთი - 1943, ქ. თბილისი) - მეან-გინეკოლოგი, საქართველოში მეცნიერული მეანობის ერთერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1897), პროფესორი (1919). იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე, კიევისა და ხარკოვის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1894 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების გამგედ და ამ ჰოსპიტალის მთავარ ექიმად. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტისა და ამ ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი (1919) და მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო სიცოცხლის ბოლომდე. 1920 წელს გამოსცა წიგნი „სამეცნიერო ტერმინოლოგიის მასალები“.

ი. თიკანაძეს ეკუთვნის არაერთი გამოკვლევა სასქესო ორგანოების ანომალიებისა და მათი ოპერაციული გზით მკურნალობის წესების, სასქესო ორგანოების სიმსივნეების ეტიოგენეზისა და მკურნალობის, ორსულთა ტოქსიკოზის, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებითი პროცესების, უნაყოფობის პრობლემებისა და სხვა საკითხების შესახებ. მისი შრომებიდან მნიშვნელოვანია „მშობიარობის შემდეგი ატონიური სისხლის დენა და მასთან ბრძოლის საშუალებანი“ (1931) და ა.შ.

ი. თიკანაძე აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ „საბჭოთა მედიცინის“ დაარსებაში და წლების მანძილზე იყო მისი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

მანანა ლილუაშვილი


ლიტერატურა

  • ქეს, ტ. IV, თბ., 1979;
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

ივანე თიკანაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები