თიკვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თიკვი

თიკვი - ფერადი ქსოვილის არასიმეტრიული ნაკუწებითა და ზონრებით შემკობილი შესამოსელი ან საფენი. ზოგჯერ ეს ნაკუწები ერთმანეთზეა გადაკერებული, ზოგჯერ კი რაიმე ნეიტრალურ ფონზეა დაკერებული. თიკვის კეთების ხერხების აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინები: „ზიკი“ და „ნაფთულა,“ თიკვის ტექნიკის საშუალებით მთიულები ამზადებდნენ მამაკაცის საშუბლეს (ოფლისაგან დასაცავად), ტრადიციული სამოსის ნაწილებს, საბნებს, საფენ-საღამურებს, კედლის საფარებს, თიკვებს იყენებდნენ ჩითების კერვისას, ტანსაცმლის ნაკერის დასაფარავად და სხვა.




ლიტერატურა

ნ. აზიკური, თიკვი და ნაფთული ქართულ ხალხურ ქსოვილსა და შესამოსელზე, მსე ტ. XXVI, 2004.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები