თოლორაია ედიშერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედიშერ თოლორაია

ედიშერ თოლორაია დაიბადა 1978 წლის 22 აგვისტოს. — იურისტი და პოლიტიკოსი.

განათლება – დაამთავრა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

  • ზუგდიდის ქალაქის გამგებლის მრჩეველი, გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, გამგეობის, დარგობრივი ეკონომიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (2002-2004)
  • ზუგდიდის ქალაქის გამგეობის არასამთსავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (2006)
  • საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზუგდიდის რაიონული განყოფილებაში სააგენტოს უფროსი (2007)
  • სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში) ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (2011)
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე (2012-2014)
  • თვითმმართველობის მმართველი თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი (2014-2016)
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, ზუგდიდის №66 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი (17-12-2020), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი (08-02-2021).


რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები