თომა მოციქული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარავაჯო, ურწმუნო თომა

წმ. მოციქული თომაქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. სულიწმიდის მოფენიდან თომა ქადაგებდა სახარებას პალესტინაში, მესოპოტამიასა და სხვა ქვეყნებში წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, თომა, თავიდან თითქოს ყოფილა სუსტი მორწმუნე, ღმრთის მადლით გახდა უფრო სრულყოფილი, მხურვალე და სხვებზე მეტად დაუღალავი მორწმუნე. ქრისტეს აღდგომის პირველი კვირის შემდეგ, როცა დაკეტილ ოთახში უცებ გამოეცხადა იესო და წმიდა თომასა და მასთან ერთად ყველა მოციქულს აჩვენა ნალურსმნევი ხელებსა და ფეხებზე, ფერდში კი დიდი ჭრილობა. ამის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი ქადაგებით შემოიარა თითქმის მთელი დედამიწა. უშიშრად ქადაგებდა ღმრთის ჭეშმარიტებას მძვინვარე და ველურ ხალხშიც. ბოლოს თომა მოციქული ქადაგებდა სახარებას ინდოეთში.

თავისი მოციქულებრივი ღვაწლი თომამ დაასრულა ტანჯვითი სიკვდილით, ინდოეთში. მეფის შვილისა და ცოლის ქრისტიანებად მოქცევისთვის ის ჩასვეს საპყრობილეში და შემდეგ ჩაქოლეს ქვებით. მოციქულ თომას ძვლები გადმოასვენეს მესოპოტამიაში, ქალაქ ედესში, სადაც აგებული იქნა მისი სახელობის საუკეთესო ტაძარი. თბილისის სიონის ტაძარში, როგორც ერთ–ერთი დიდი სიწმიდე, ინახება თომა მოციქულის თავის ქალა. მეუფე ანანია ჯაფარიძე, სლავურ წყაროებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ თომა მოციქულიც საქადაგებლად შემოსულა საქართველოში.


წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები