პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თომა ჰოპკო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო

პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო - (1939 - 2015) - ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის (OCA) გამოჩენილი მოღვაწე და ღვთისმეტყველი.

თომა ივანეს ძე ჰოპკო დაიბადა 1939 წლის 28 მარტს აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ენდიკოტში; მისი მშობლები - ივანე და ანა ჰოპკოები წარმოშობით იყვნენ უკრაინელები, ქალაქ უჟგოროდის მახლობლად მდებარე სოფელ ნევიცკოედან. თომა მოინათლა წმ. მარიამის კარპატო-რუსულ ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში, მოგვიანებით იგი მართლმადიდებელი გახდა.

1956 წელს თომამ დაამთავრდა ენდიკოტის საჯარო სკოლა, 1960 წელს - ფორდჰემის უნივერსიტეტის რუსული კვლევების ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით, ხოლო 1963 წელს - წმინდა ვლადიმერის სახელობის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი და პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი. 1969 წელს მან დაამთავრა დიუკეინის (ქ. პიტსბურგი) უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხით), ხოლო 1982 წელს ფორდჰემის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორი დისერტაცია.

თომა ჰოპკო 1963 წლის 9 ივნისს დაქორწინდა ანა შმემანზე, მამა ალექსანდრე შმემანის ქალიშვილზე. მათ შეეძინათ ხუთი შვილი, თექვსმეტი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.

1963 წლის აგვისტოში თომა ჰოპკო მღვდლად აკურთხეს; 1970 წელს მიენიჭა დეკანოზის, ხოლო 1995 წელს - პროტოპრესვიტერის ხარისხი.

მამა თომა სხვადასხვა დროს მსახურობდა ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა ტაძარში, ასწავლიდა წმინდა ვლადიმერის სახელობის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში (დოგმატური ღვთისმეტყველება, სამოძღვრებო ღვთისმეტყველება...), 1992-2002 წლებში (პროტ. იოანე მეიენდორფის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ) იყო ამ სემინარიის რექტორი.

პენსიაში გასვლის შემდეგ მამა თომა მეუღლესთან ერთად დასახლდა პენსილვანიის შტატის ქალაქ ელვუდ-სიტიში, უფლის ფერისცვალების დედათა მონასტრის გვერდით. აქ მან ინტერნეტ-რადიოში დაიწყო ლექციების კითხვა მართლმადიდებლობის შესახებ.

მამა თომა ავტორია მრავალრიცხოვანი თეოლოგიური სტატიისა და წიგნისა.

მამა თომა გარდაიცვალა 2015 წლის 18 მარტს. დაკრძალულია ქალაქ ელვუდ-სიტის უფლის ფერისცვალების დედათა მონასტრის სასაფლაოზე


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები