თუმანიშვილი მიხეილ (მოლაყბე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ თუმანიშვილი

თუმანიშვილი მიხეილ (1818–1875) — პოეტი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მეფე გიორგი მეთორმეტის მდივნის — ბირთველის შვილი. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში (1831-36) ნ. ბარათაშვილთან ერთად. ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალს „ცვეტოკ ტიფლისსკოი გიმნაზიი“. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, მონაწილეობდა მრავალ საზოგადოებრივ წამოწყებაში. იყო ქართული თეატრისა და ჟურნალის აღორძინების ერთ-ერთი ინიციატორი, მონაწილეობდა თბილისის პირველი კერძო ბიბლიოთეკის დაარსებაში.

მ. თუმანიშვილის ლექსებს ემჩნევა ქართველ და რუს რომანტიკოსთა გავლენა. უფრო მნიშვნელოვანია მისი ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, მიძღვნილი ლიტერატურის, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და თეატრის საკითხებისადმი. ქართველ კრიტიკოსთაგან მ. თუმანიშვილმა ერთმა პირველთაგანმა მოითხოვა სინამდვილის რეალისტური ასახვა, წამოჭრა ტიპურობის საკითხი და განსაზღვრა ეროვნული თეატრისა და დრამატურგიის განვითარების გზა.

მ. თუმანიშვილი პუშკინის ნაწარმოებთა ერთ-ერთი პირველი მთარგმნელია („კ-სადმი“, „ადელს“, „ბახჩისარაის შადრევანი“, „ქვის სტუმრის“, „კავკასიის ტყვეს“ ნაწილი). ნათარგმნი აქვს კრილოვის რამდენიმე იგავ-არაკი.


თხზულებანი

რჩეული თხზულებანი, 1881 [[1]].

ლიტერატურა

  • მ. ზანდუკელი. ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 2, 1962 [[2]];
  • ჯ. ჭუმბურიძე, ქართული კრიტიკის ისტორია, 1974 [[3]].


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები