თუნგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუნგი

თუნგი - სპილენძის თუნგი, წყლის საზიდი, მოსაკავებელი და ასადუღებელი ცალყურა ჭურჭელი. თუნგების უმრავლესობა მოუკალავია, უორნამენტო ან შემკულია უმნიშვნელოდ. თუნგი არის ნისკარტიანი, მრგვალტუჩა, ბრტყელძირა, მრგვალძირიანი, თავსახურიანი ან უთავსახურო. თუნგები იკერებოდა სპილენძის ფირფიტებისაგან.

საქართველოში თუნგის რამდენიმე სახეობა მოწმდება. მაგ., „გიგიმ“ (ჯავახეთში), „გუგუმი“ (აჭარაში). ჯავახეთში რამდენიმე ზომის გიგიმს ხმარობენ. დიდი ზომის გიგიმში ადუღებენ ჩაის და სუფრაზე მისატანად პატარა გიგიმში გადაასხამენ, „რადგან სუფრაზე სახმარ ჭურჭელს ცეცხლზე არ იხმარდნენ“.




ლიტერატურა

ე. მახარაძე, აჭარული და აღმოსავლური კერძების სამზარეულო სუფრა, ბათუმი, 1988.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები