თურდოსპირელი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ჩხეიძე

ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე - (დ. - 05.VII.1873 - გ. - 1940/41 ?) - სამხედრო პირი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისი კადეტთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1892 წელს. დაამთავრა ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელი. სამსახური განაგრძო გრენადრეთა მე-16 პოლკში. შტაბს-კაპიტანია 1908. ამავე დროს იყო ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებლის ოფიცერი. კაპიტანი (1913). სამხედრო სასწავლებლის ასმეთაური. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. პოლკოვნიკი (1915). 1916-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის მსროლელთა მე-15 პოლკში.

1918 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია. იყო სამხედრო სკოლის უფროსის მოადგილე. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ, დაინიშნა სკოლის უფროსად და მეთაურობდა სკოლას ტაბახმელაზე ბრძოლებისას. წავიდა ემიგრაციაში. 1922 წლიდან პოლონეთშია. 1922-1923 წლებში ასწავლიდა რემბერტოვოს სამხედრო კურსებზე. გენერალი (1923). შემდეგ ერთი წელი ვარშავის ქვეითთა სკოლაში კურირებდა ქართველ მსმენელთა ჯგუფს. შემდეგ მსახურობდა ოფიცერთა საკავალერიო სკოლასა და მე-16 ქვეითთა პოლკში. 1927-1931 წლებში პოზნანში დისლოცირებული მე-14 ქვეითთა პოლკის მეთაურია. თადარიგში გასვლის შემდეგ ცხოვრობდა ლვოვში. იყო „ქართველ მხედართა კავშირის“ გამგეობის წევრი და 1928 წელს შექმნილი „ქართველ იუნკერთა კავშირის“ საპატიო თავმჯდომარე. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრაციაში გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. ავტორია მოგონებებისა სამხედრო სკოლაზე.

1939 წელს წითელი არმიის მიერ ლვოვის დაკავებისას ტყვედ ჩავარდა. 1940 წლის ივნისს გადაიყვანეს კიევში, НКВД-ს ციხეში, ხოლო დეკემბერში - მოსკოვში, სადაც დახვრიტეს (1941).

ჯილდოები

  • წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენი
  • წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლები
მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

იხილე აგრეთვე

ქართველები უცხოეთში

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები