თურქმენეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურქმენეტის დროშა

თურქმენეთი - (Turkmenistan - თურქმენისტანი), სახელმწიფო შუა აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ყაზახეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - უზბეკეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ავღანეთი, სამხრეთით - ირანი, დასავლეთით ეკვრის კასპიის ზღვა.

ფართობი - 488,1 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 5,1 მლნ. კაცი (2012), მათ შორის თურქმენი 77%, დარჩენილი უზბეკები, რუსები და სხვა ეროვნების ხალხი.

ოფიციალური ენა – თურქმენული.

დედაქალაქი - ქ. აშხაბადი.

ადმინისტრაციულად იყოფა 5 ვალაიეთად (მხარე, ოლქი). უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა ჰალკ მასლაჰატი (სახალხო საბჭო, შედის ხელისუფლების ყველა შტო), სახელმწიფოს ხელმძღვანელია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა მეჯლისი (პარლამენტი).

დამოუკიდებლობა გამოცხადდა სსრ კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, 1990 წლის 22 აგვისტოს. თურქმენეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა.

მრეწველობის ძირითადი დარგებია: ნავთობის და ბუნებრივი აირის მოპოვება, ქიმიური, ნავ-თობქიმიური, მსუბუქი და კვების მრეწველობა.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: ბამბის და ბოსტნეულის მოყვანა.

ძირითადი პორტი კასპიის ზღვაზე - თურქმენბაში (კრასნოვოდსკი).

საერთაშორისო აეროპორტია - აშხაბადი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგნელობით 29,7 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 26,7 ათ., სამხედრო-საზღვაო 2 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 1 ათ., სასაზღვრო ჯარები - 5 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები