იაზოღლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იაზოღლი — სიტყვა იაზოღლი ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში არაბულ-თურქულიდანაა შესული და შუა დერეფანს ნიშნავს.

საერთოდ, შუა დერეფნიანი ტიპის საცხოვრებელი სახლები კოლხეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან იყო გავრცელებული და კოლხური საცხოვრებელი ოდა-სახლების გეგმის კომპოზიციის კანონზომიერი განვითარების ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენდა. აჭარაში შუა დერეფანს ძველად „იაზლოღს” ეძახდნენ, ზოგჯერ, ღია, საზაფხულო სივრცესაც ასე ერქვა, მაგრამ ძირითადად იგი საცხოვრებლის მეორე სართულზე შენობის ცენტრში მდებარე შუა დერეფანი იყო, რომლის იქეთ-აქეთ ოდები იყო გამართული. აჭარული სახლის შუა დერეფანი სახლს მთელ სიგრძეზე გასდევდა და მას ორად ჰყოფდა. მათი უმეტესობა არსებული და მომავალი საქორწინო წყვილებისათვის იყო განკუთვნილი.


ლიტერატურა

ჩიქოვანი, 1960:98; გამყრელიძე, 1973:53; შამილაძე, 1969:128; მიქელაძე, 1982:31.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები