იამაიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

იამაიკა - (Jamaica), სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, კარიბის ზღვაში, კუნძულ იამაიკასა და კარიბის ზღვის მიმდებარე მცირე კუნძულებზე.

ფართობი - 11,1 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 2,8 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. კინგსტონი.

ადმინისტრაციულად იყოფა3 საგრაფოდ. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს მეთაურია დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით, საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1962 წლის 6 აგვისტოს.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ბოქსიტის მოპოვება, სოფლის მეურნეობა, საერთაშორისო ტურიზმი.

ძირითადი საზღვაო პორტებია: დისკავერ - პონდი, კინგსტონი, პორტ-ენონიო, პორტ-როიალი, სავანნა-ლამარი.

საერთაშორისო აეროპორტები: კინგსტონი, მონტეგო-ბეი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 2,8 ათ. კაცი (2012), შეიცავს ერთ ქვეით პოლკს, საავიაციო ფრთას, სანაპირო დაცვის დანაყოფს და მხარდამჭერ საინჟინრო დანაყოფებს. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები