იაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იაღიაჭარის მაღალმთიანეთში დამარილებლი კარაქი, რომელსაც კაიმაღისაგან ამზადებდნენ. მთაში ყოფნის დროს, როცა ნაწველიც ბევრი იყო, ხის გობებზე ანდა სხვა ჭურჭელში ჯერ კაიმაღს აგროვებდნენ, შემდგომ მას მოურევდნენ, გარკვეული დროის მანძილზე ხელით დღვებავდნენ და კარაქს ღებულობდნენ. ჭურჭელში სითხე რჩებოდა, რომელსაც წურუქი ეწოდებოდა. იმ მიზნით, რომ არ გაფუჭებულიყო, კარაქს ამარილებდნენ და გვარდაში ინახავდნენ. იაღით სავსე გვარდას საჭრეთლით დააჭრელებდნენ.




ლიტერატურა

ამენთეშაშვილი, 1937:175; მგელაძე, 1965:163.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები