იახსრის ზარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იახსრის ზარი — იახსარში ჰქონიათ სახელგანთქმული ზარი, ტანად პატარა, მაგრამ მისი ხმა თურმე შუაფხოდან ახადს ისმოდა:

„ავის-გორს“ შამამიკიდეთ
ჩემი პატარა ზარიო,
დაჰკრან, ხმა ახადს გავარდეს,
პირს დაიწერონ ჯვარიო,
ლოცვა-წირვაზე დადგოდენ
ჩემის პირქუშის ყმანიო“.

ზარი პირველად გაღმა ხატში ეკიდა, რაკი ავისგორს გადმოვიდნენ, ზარის გადმოტანაც აქ უნდოდათ, მაგრამ ამ დროს მტრიანობა იყო, ეცემოდნენ ლეკები და სხვა მტერი. ეს ზარი სახატო ქონებაში ყველაზე მეტად ეძვირფასებოდათ და ამიტომ ისევ სახარბაკეში მალავდნენ. მხოლოდ დღეობას გამოიტანდნენ და ავისგორს საზარეზე დაჰკიდებდნენ. დილა-სალამოს, როცა დაწესებული იყო, დარეკავდნენ, მერე კი ისევ გაიტანდნენ და დამალავდნენ სადმე მიწაში.

ერთხელ გივი ხევისბერს დავიწყნია სამალავი და ვეღარ უპოვნია ზარი. ბევრი იარეს, ბევრი ეძებეს, მაგრამ ჯერაც დაკარგულია. მის საძებრად ნათხარი ადგილები ჯერაც ეტყობა, მაგრამ ალბათ რაიმე მიზეზით თვითონ იახსარმა დასდო საფარველი, თორემ უნდა ეპოვნათ იმდენი ძებნით. დარჩა საზარე ცარიელი. მერე ზოგი ხალხმა შეკრიბა, ზოგი სახატო ქონება გაყიდეს და გივი ზარის საყიდლად წავიდა, ორი დასტურიც გაჰყვა.

მისულან, სადაც ზარები იყიდება. შესულა გივი და იახსარი იქ დახვედრია: ერთ-ერთ ზარზე მტრედის აღით იჯდაო. ამით მიხვდნენ, რომელი ზარიც უნდა ეყიდათ. იყიდეს, მოიტანეს და იახსრის საზარეში დაჰკიდეს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები