იგოეთის წითელი საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იგოეთის წითელი საყდარი - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თბილისი-გორის გზის პირას, ქ. კასპის გადასახვევიდან 150 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. 1983 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (10X6,15 მ), ნაგებია ძირითადად მუქი წითელი ფერის აგურით (აქედან მომდინარეობს ძეგლის სახელწოღება), წყობაში ჩართულია ნატეხი და რიყის ქვებიც. შესასვლელი დასაევლეთიდანა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, მის ორივე მხარეს – თითო ღრმა თაღოვანი ნიში. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი – დასავლეთისაში, კარის თავზე. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია ორსაფეხურიანი მასიური პილასტრებით, რომლებსაც ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრებს თაროსებრი კაპიტელები აქვს ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილში, აგურის წყობაში ჩართულია თლილი კვადრების მწკრივი. ეკლესიის სამხრ. მინაშენისგან მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი. მას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები