იემენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იემენის დროშა

იემენი - (Yemen – იემენის რესპუბლიკა), სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება წითელი და არაბეთის ზღვები.

ფართობი - 531,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 24,2 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – არაბული.

დედაქალაქი – ქ. სანა.

ადმინისტრაციულად იყოფა 17 მუჰაფაზად (პროვინცია). სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოა დეპუტატთა საბჭო (პარლამენტი), აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა.

თანამედროვე იიემენის რესპუბლიკა შეიქმნა 1990 წლის მაისში, იემენის არაბთა რესპუბლიკისა და იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანების შედეგად.

ეკონომიკა - იემენი ეკონომიკურად ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანაა.

მთავარი საზღვაო პორტები: ადენი, ჰოდეიდა, სალიფი, სანა.

საერთაშორისო აეროპორტები: სანა, ადენი, ელმუკალა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 64,7 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 60 ათ., სამხედრო-საზღვაო 1,7 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 3 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები