იენიჩარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იენიჩარები - (თურქული yeniceri – ახალი ჯარი), ოსმალეთის იმპერიის რეგულარული ქვეითი ჯარის განსაკუთრებული ნაწილები XIV-XIX საუკუნეებში.

თავდაპირველად იენიჩარეთა კორპუსი სამხედრო ტყვეებისაგან კომპლექტდებოდა, შემდეგ კი – ოსმალთა ქვეშევრდომი ქრისტიანი ხალხებისაგან ბიჭებისა და ჭაბუკების იძულებითი გაწვევით, რომლებსაც ამაჰმადიანებდნენ და სამხედრო საქმეს ასწავლიდნენ. იენიჩარები მონაწილეობდნენ დამპყრობლურ ლაშქრობებში, იდგნენ გარნიზონებად ციხესიმაგრეებშიდა სხვა.

ოსმალთა იმპერიის საერთო დაცემასთან ერთად დაეცა იენიჩართა დისციპლინა და ბრძოლისუნარიანობა. ისინი გადაიქცნენ რეაქციული ძალების დასაყრდენად, აქტიურად მონაწილეობდნენ სასახლის კარის პოლიტიკურ ბრძოლებში. 1826 წელს სულთანმა მაჰმუდ II-მ სასტიკად ჩაახშო იენიჩარებიების მორიგი ამბოხი და გააუქმა მათი კორპუსი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები