იერიშის საავიაციო მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იერიშის საავიაციო მომზადება - ავიაციის საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის დასაზიანებლად სახმელეთო ჯარების იერიშის წინ; იერიშის საცეცხლე მომზადების ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ხორციელდება საარტილერიო მომზადებასთან ერთად.

იერიშის საავიაციო მომზადებაში ჩართულია დაჯგუფების ავიაცია და სახმელეთო ჯარების ავიაცია. იერიშის საავიაციო მომზადების დროს, უწინარეს ყოვლისა, აზიანებენ მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის საშუალებებს, მაღალი სიზუსტის იარაღს, მართვის პუნქტებს, ტანკებსა და არტილერიას თავმოყრის ადგილებში, საყრდენ პუნქტებს, ავიაციას უახლოეს აეროდრომებზე, გადასასვლელებს.

II მსოფლიო ომის დროს იერიშის საავიაციო მომზადება წარმოადგენდა საავიაციო შეტევის საწყის პერიოდს. ძლიერი თავდაცვის გარღვევისას ზოგჯერ იყოფოდა წინასწარ (იწყებოდა შეტევამდე 1-3 დღით ადრე) და უშუალო (ხანგრძლივობა 10-15 წუთიდან 1.5–2 საათამდე) მომზადებად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები