იერიშის ცეცხლით მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იერიშის ცეცხლით მომზადება - მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანების პერიოდი, რომელიც მოიცავს არტილერიის ცეცხლს, სარაკეტო ჯარების, ავიაციის და სხვა საშუალებების დარტყმებს, რაც იერიშზე გადასვლას უშუალოდ უძღვის წინ. ხორციელდება შეტევაში (კონტრშეტევაში), განსაკუთრებით - მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევის, ბატალიაში (ბრძოლაში) მეორე ეშელონების (რეზერვების) შეყვანის დროს და სხვა შემთხვევებში, აგრეთვე - თავდაცვაში კონტრდარტყმების და კონტრიერიშების განხორციელებისას.


იერიშის ცეცხლით მომზადების მიზანია ჩაახშოს და გაანადგუროს მოწინააღმდეგის მასობრივი დაზიანების საშუალებები, არტილერია, ტანკები, ტანკსაწინააღმდეგო და საცეცხლე საშუალებები, ცოცხალი ძალა, მართვის პუნქტები, რადიოელექტრონული საშუალებები, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მოწინააღმდეგის სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, მისი თავდაცვის ტაქტიკურ და უახლოეს სიღრმეზე მოიპოვოს საცეცხლე უპირატესობა.

იერიშის ცეცხლით მომზადების შემადგენელი ნაწილებია იერიშის საარტილერიო და საავიაციო მომზადება. იგი შეიძლება შედგებოდეს არტილერიის ერთი ან რამდენიმე საცეცხლე თავდასხმისგან, ავიაციის და რაკეტული ჯარების ერთი ან რამდენიმე დარტყმისაგან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები